"ბევრი ცრემლიანი თვალები ვნახე, ბევრი სითბო და სიყვარული შიდა ქართლში" - ხათუნა გელაშვილის პოსტი ამომრჩევნებს


"ბევრი ცრემლიანი თვალები ვნახე, ბევრი სითბო და სიყვარული შიდა ქართლში..

ხანდახან სიმწრით ტუჩებიც დავიკვნიტე გაჭირვებული ოჯახების ვერ შეხიდებით..

ბევრი სიხარული და სიყვარულიც გავიზიარე, (სტუმართმასპინძლობაც ასეთი უნდა შიდა ქართლში რომ სცოდნიათ). ჩემი გვარის ხალხიც გულს მალამოდ მომედო (რამოდენი ვყოფილვართ)....

ყველა სოფლის ორღობე ისე ჩავიარე სული მუზებით ამევსო და მერე უძილო ღამეებიც ამეკიდა... შენი კარიც შემოვაღე მაინძელოს ძახილით.... ბარაქიანი შემოდგომის ყველა ეზოს ყურძენს გავკარი კბილი.

რამდენჯერ ესკორტებით მიმავალმა კონკურენტებმა ჩამიქროლეს მე რომ გზადაგზა თან კარდაკარს ვაკეთებდი თან ქუჩა ქუჩა ჩამოცვენილ კაკალს ვკრეფდი....

ეხლა ვზივარ და გული მიფრთხის ხვალ როგორი დღე გათენდება

თქვენი ერთი ხმა მილიონი უღირს ოლიგარქს რომ მილიარდები არ დაკარგოს...

დააფასე საკუთარი ხმა!

დააფასე საკუთარი თავი და არ გაუშვა შანსი....

წადი არჩევნებზე და თუ მე და ჩემი პარტია 21 გავხდებით შენი რჩეული, მე ვიქნები შენი ხმა ღმერთის წინაშე გულწრფელობის, თავდაუზოგავი შრომისა და სიკეთის გარანტი.... უბრალოდ მიყვარხართ ეხლა მეტის თქმა აღარ შემიძლი" - წერს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხათუნა გელაშვილი სოციალურ ქსელში.