ცნობილი ქართველების შემოდგომის სამოსი


თბილისის ქუჩებში შემოდგომის სურნელი ტრიალებს, ადამიანები კვლავ სადღაც მიიჩქარიან, სტილზე კი ეტყობათ, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, თანამედროვე მოდის ტენდენციებს ეცნობიან, ხოლო იმას, რომ პანდემია ჯერ არ დამთავრებულა, სახეზე მორგებული პირბადეებით იგრძნობთ, რომელიც კორონავირუსმა ტრენდად დაამკვიდრა.

ბევრისთვის ქართველი ვარსკვლავების ჩაცმის სტილი შთაგონების წყარო ხდება და მათი გავლენით ახალი ტენდენციები მკვიდრდება. ამიტომაც, საინტერესოა, როგორ სამოსზე შეაჩერეს არჩევანი 2020 წლის შემოდგომისთვის პოპულარულმა ქართველებმა:

1. ანუკი არეშიძე

No description available.
დავიწყოთ დიზაინერ ანუკი არეშიძით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი ინფლუენსერია. აღსანიშნავია ანუკის .. კუბოკრული პალტო, რომელიც დიზაინერს 2019 წლის შემოდგომაზე ეცვა და მსგავსი პალტოთი დღეს თბილისის ქუჩებში არაერთ ადამიანს შეხვდებით.

2. სალომე ღვინიაშვილი

No description available.
მოდელისა და ტელეწამყვანის საშემოდგომო არჩევანი შავ-თეთრ ფერთა კომბინაციაა. სპორტული სტილის მაღალწელიან შარვალს მან შავი, კომფორტული ფეხსაცმელი შეუსაბამა. აღსანიშნავია თეთრი საშემოდგომო მოსაცმელი, რომელიც სტილს იდეალური მთლიანობის ელფერს სძენს.

3. რუსა ჩაჩუა

No description available.
რუსა ჩაჩუას შემოდგომის სტილი დახვეწილი, ქალური, ელეგანტური და მართლაც გამორჩეულია. მოდელმა სხვადასხვა ტონის მწვანე ფერზე შეაჩერა არჩევანი. აბრეშუმის მწვანე კაბას მან ამავე ფერი პალტო და მუქი მწვანე ჩექმა შეუხამა და სრულყოფილებამდე იდეალური სტილი შექმნა.

4. თაკო ნაცვლიშვილი

No description available.
2020 წლის შემოდგომის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი ლეოპარდის პრინტით გაფორმებული სამოსია, რაც თაკო ნაცვლიშვილის სტილითაც თვალშისაცემია. მოდელმა ლეოპარდის პრინტიანი შარვლით, მაღალყელიანი შავი სვიტერისა და შავი პიჯაკის კომბინირებით შემოდგომის ელეგანტური სტილი შექმნა.

5. ჯანეტ ქერდიყოშვილი

No description available.
თუინსტაგრამზეჯანეტის გვერდს გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ მოდელი ამ სეზონზე აქცენტს თეთრ ფერზე აკეთებს, რომელსაც სხვადასხვა ფერების სამოსს უხამებს. ჯანეტის ერთ-ერთი ფავორიტი სტილი კი ასეთიათავისუფალი სტილის, მაღალწელიანი თეთრი შარვალი სპორტულ ფეხსაცმელთან და ასიმეტრიული ფიგურებით გაფორმებულ საშემოდგომო სვიტერთან.