ოდრი ჰეფბერნის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებენ


ოდრი ჰეფბერნი ლეგენდარული მსახიობია, რომლემაც ეპოქა შექმნა. მასზე ახალ დოკუმენტურ ფილმს იღებენ. დოკუმენტურ ფილმში მსახიობის შესახებ მისი შვილი, შონ ჰეფბერნ ფერერი და კომპანია Givenchy-ის მხატვრული ხელმძღვანელი ისაუბრებენ. სურათზე BAFTA- ნომინანტი McQueen-ის შემქმნელები იმუშავებენ. ფილმის სახელიაოდრიდა მისი პრემიერა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ჰეფბერნს ფილმში სამი ბალერინა განასახიერებს. ფრანჩესკა ჰეივორტი ჰოლივუდური პერიოდის ოდრის განასახიერებს, ალესანდრა ფერი გვიანი დიდების ოდრის, ხოლო ახალგაზრდა ოდრის როლს კირა მური შეასრულებს.

ფილმში იშვიათი საარქივო მასალები იქნება წარმოდგენილი, ასევე აქამდე უცნობი ინტერვიუები იმ ადამიანების, რომლებიც ოდრის პირადად იცნობდნენ. დოკუმენტური სურათი ცეკვითა და ბალეტით გავამრავალფეროვნეთ, სხვადასხვა ეპოქაში ოდრის სხვადასხვა ბალერინა განასახიერებს. ცეკვების დადგმაში ბრიტანელი ქორეოგრაფი უეინ მაკგრეგორი ძალიან დაგვეხმარა”, – ამბობს ფილმის რეჟისორი ჰელენა კოენი.