ქართული არქიტექტურული სტუდია დაკეცილ ბეტონში ჩამალულ ყავის ქარხანას წარადგენს


ბრიტანული გამოცემა The Calvert Journal-ი ქართულ არქიტექტურას სტატიას უძღვნის. პუბლიკაციაში სახელწოდებით „ქართული არქიტექტურული სტუდია დაკეცილ ბეტონში ჩამალულ ყავის ქარხანას წარადგენს“ ავტორი ქართული ყავის ბრენდის „მეამას“ სათაო ოფისზე წერს, რომელიც არქიტექტურულმა კომპანიამ Giorgi Khmaladze Architects შექმნა.

ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული  კონკურსის სამეულშია | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი"

„კომლექსს L-ის ფორმა აქვს და აერთიანებს ყავის საწარმოს, ოფისებს და გამოფენებისა და დეგუსტაციებს გასამართ სივრცეებს. შენობის უზარმაზარი, ბალახით დაფარული სახურავი, კარგად ერწყმის მის შემოგარენს. რაც შეეხება ფასადს, ბეტონის კედლები მთავარ ლობიმდე ამოდის, სადაც შემინული კედლები ბუნებრივ სინათლეს ორი შიდა ეზოს განათების საშუალებას აძლევს. ნაგებობის ბეტონის გარე სტრუქტურა, კუთხოვანი ფორმისაა. თავისი გამორჩეული გეომეტრიიდან გამომდინარე, მზის სინათლე დღის განმავლობაში უწყვეტად იცვლება და სინათლისა და ჩრდილების მუდმივ ურთიერთქმედებას ქმნის. ტალღოვანი სახურავის სიმაღლე შიდა სივრცეების მოთხოვნებს ესადაგება.

Giorgi Khmaladze Architects-ი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე დიზაინერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა შენობებს აპროექტებს და ტრადიციულ ჩარჩოებს არღვევს. კომპანიის ერთ-ერთ ბოლო პროექტს, ზღვისპირა ქალაქ ბათუმში შექმნილი შუშის კედლებიანი McDonald’s-ი და ავტოგასამართი სადგური წარმოადგენს“, - ნათქვამია სტატიაში.