გამოვლენილი ახალი შემთხვევების ნაწილის წყარო უცნობია - ეპიდვითარება შიდა ქართლში


შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, სიმონ გულედანი მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები.

რეგიონში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი ნაწილის წყაროები უცნობია, ნაწილზე კი ღრმა ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

მთლიანობაში შიდა ქართლში 387 კოვიდდადასტურებული შემთხვევაა, აქედან 177 სახლის პირობებში გადის მკურნალობას. 1203 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. ბოლო 24 საათში 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 69 პირს მოეხსნა თვითიზოლაცია.

ლუგარის ლაბორატორიაში 208 ნიმუშია გაგზავნილი.შიდა ქართლის მასშტაბით ბოლო პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე 15 სკოლაა გადასული, 10 ბაგა-ბაღმა კი დროებით მუშაობა შეაჩერა.