ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბიბილოვთან დაავადება მსუბუქად არის გამოხატული და ის დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. ბიბილოვის გარდა, კორონავირუსი დაუდასტურდა დე ფაქტო პრემიერის მოვალეობის შემსრულებელ გენადი ბეკოევს.

მანამდე კორონავირუსით ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანი, დინა გასიევა, და ე.წ. ადმინისტრაციის კიდევ რამდენიმე თანამშრომელი დაინფიცირდა.