შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


შიდა ქართლში დღეს კოვიდინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულთა შორის 4 არასრულწლოვანია და 3 მათგანი გორის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა.

ახალ დადასტურებულ შემთხვევაში შედის ტელეკომპანა „დიას“ ჟურნალისტიც, რომელიც უკვე საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილია.

,,ტელეკომპანია “დია“ -ს ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა Covid 19, თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი სამსახურში ბოლო რამდენიმე დღე არ იმყოფებოდა, შესაბამისად მისი კონტაქტები დადგენილია და მენეჯმენტმა მიიღო ყველა საჭირო ზომა, ჩატარდეს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები.

ტელეკომანია ,,დია" ს საინფორმაციო სამსახური აგრძელებს აუდიტორიისთვის მუშაობას, ხოლო ჩვენს თანამშრომელს ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას.

ტელეკომპანია ,,დია" იცავდა და იცავს უსაფრთხოების ყველა ნორმას,"- ნათქვამია ტელეკომპანია ,,დიას" ხელმძღვანლის, მაია ტატულაშვილის განცხადებაში.

შიდა ქართლში სულ 163 კოვიდინფიცირებულია, 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 87 კი თვითიზოლაცია მოეხსნა.

სულ თვითიზოლაციაში 743 პირია გადაყვანილი.