შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა - ინფიცირების წყაროების შესახებ ეპიდკვლევა მიმდინარეობს


შიდა ქართლში ბოლო 24 საათში კოვიდ ინფიცირების 12 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 2 პაციენტს შიდა ქართლში მხოლოდ იურიდიული მისამართი აქვს, ხოლო ფაქტობრივი შემხებლობა არ ჰქონია რეგიონთან.

2 ინფიცირებულის წყარო ცნობილია, ხოლო დანარჩენი 8 პირის ინფიცირების წყაროს შესახებ ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

ამ 8 პირიდა 1 არასრულწლოვანი. მჟამად შიდა ქართლში სულ 153 კოვიდინფიცირებული პაციენტია, მათგან 37 მკურნალობს ბინაზე. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. 787 პირია გადაყვანილი თვითიზოლაციაში.
‌ინფიცირების შემთხვევის დადასტურების გამო გორის მე-9 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.