"კრიტიკული პაციენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით" - მარინა ენდელაძე


საქართველოს მასშტაბით 70-მდე კრიტიკული პაციენტია. კრიტიკული პაციენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ინფექციურ საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე. არიან მძიმე პაციენტებიც, ასევე ინფიცირებულები მკურნალობენ ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილებაში. თუმცა ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე პაციენტი არ გვყავს“, - განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.