"ორ თვეზე მეტია რაც დავუბრუნდი იმ ადგილს სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული" - ზაალ დუგლაძე


"ორ თვეზე მეტია რაც დავუბრუნდი იმ ადგილს სადაც მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული. ფეხდაფეხ შემოვიარე ქართლის ყველა სოფელი და უბანი. ბედნიერებაა მშრომელ და გულღია ხალხთან ურთიერთობა. წრომში, ჩემს მხარდამჭერებთან ერთად, დღეს რთველი მქონდა. ეს ვაზი წლების წინ მე გავაშენე და დღეს ბარაქიანი მოსავალიც მივიღეთ." - ზაალ დუგლაძე.