რა ფიქრები არ გაძინებთ შუაღამემდე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით


ასტოლოგებს თუ დავუჯერებთ, ზოდიაქოს ნიშნების ფიქრები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ყველას თავისი აკვიატებული აზრები აწუხებს, რაც ხშირად შუაღამემდე არ გაძინებთ.

ვერძი: ვერ გაგირკვევიათ ტრამპი მოიგებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, თუ ჯო ბაიდენი, ან ქანიე უესთს რაღა უნდა?! ვერაფრით იძინებთ ამ ფიქრების გადამკიდე.

კურო: საზამთრო რომ გავწურო, წვენი უფრო გემრიელი იქნება თუ ის, რაც დამრჩება?“ – ეს კითხვა გტანჯავთ. გირჩევთ გაწუროთ და პრაქტიკაში მიიღოთ პასუხი.

ტყუპები:ინსტაგრამზე“ „ქრაშებისგვერდების დაუსრულებლად სქროლვის გამო ვერ იძინებთ.

კირჩხიბი: ცნობილ ადამიანებზე ფიქრი არ გასვენებთ და მათ გონებიდან ვერასდროს იგდებთ. „ტიმოთე შალამე სჯობს, თუ ბრედ პიტი, შვილს ტიმოთე ხომ არ დავარქვა?“ – ასეთ ფიქრებში ხართ მთელი ღამე და თავზეც გათენდებათ.

ლომი: საკუთარი წარმატებებით ხართ თავბრუდახვეული და ბედნიერებისგან ვერ იძინებთ.

ქალწული: ყველანაირი კოსმეტიკური საშუალების გამოყენება გიყვართ, ექსპერიმენტებს ატარებთ, რის გამოც ხშირად ალერგია გაწუხებთ და დაძინებას ვერ ახერხებთ.

სასწორი: ფიქრობთ, რატომ დაშორდით შეყვარებულს, რომელიც წლების წინ გყავდათ, ვერ იხსენებთ მიზეზს, მერეფეისბუქზემის გვერდს ათვალიერებთ. შემთხვევით მოწონების ღილაკს აჭერთ, მერე ისევანლაიქსაკეთებთ და მერე მთელი ღამე საკუთარ თავს ეჩხუბებით.

მორიელი: საკუთარ თავს ეკითხებით – „სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი? იქნებ ბრუნვადი არაა და მხოლოდ ვერტიკალურია და როგორ არის ბრუნვადი?“. გირჩევთ, არ იფიქროთ, დაიძინეთ.

მშვილდოსანი: ღამით სოციალურ ქსელებში გამოძიებას ატარებთ. შედეგად ყველაფერი იცითვინ ვისი შეყვარებულია, ვინ ვის დაშორდა, ვინ იჩხუბა, ვინ შერიგდა. ყოველთვის ყველაზე გაქვთ ინფორმაცია. დაზვერვის თანამშრომელს შეშურდება თქვენი ინფორმირებულობის.

თხის რქა: არაფერზე არ ფიქრობთ. ძალიან დაღლილები ხართ სამსახურისგან და მაშინვე იძინებთ.

მერწყული: ნეტავ ოკეანის გადაცურვას შევძლებ? ვამპირი მოერევა, თუ დევი?“ – ეს თქვენი ღამეების მთავარი კითხვები და უძილობის მიზეზებია.

თევზები: ათვალიერებთ სოციალურ ქსელებში უცოლოდ დარჩენილ პრინცებს, მერე მათ სასახლეებს და ფიქრობთ, როგორ მიაღწიოთ რომელიმე მათგანის გულამდე. ამასობაში კი თენდება კიდეც.