5 ვარჯიში, რომელიც თქვენ სხეულს 10 დღეში ტონუსში მოიყვანს


1.ყველას უნდა ლამაზად დაკუნთული მუცელი, ამიტომაც სხეულის ამ ნაწილზე გათვლილი მოძრაობები ვარჯიშის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. მუცლის პრესი - დავწვეთ ზურგზე, ფეხებით ავწიოთ ზევით, (დახლოებით 30 სმ-ზე) პერიოდულად გავშალოთ და მივატყუპოთ ერთმანეთს, ისე რომ იატაკს არ შევეხოთ. ეს მოძრაობა გავაკეთოთ დაახლოებით 30-ჯერ. მისი რაოდენობა შეგიძლიათ თანდათანობით გაზარდოთ. ვარჯიში ძალიან ეფექტურია მუცლის არეში ცხიმების დასაწვავად. პრესის ვარჯიშის დროს მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია. ეცადეთ ეს მოძრაობა გააკეთოთ ნელა, ისე რომ იგრძნოთ მუცლის კუნთის მუშაობა.

2.ბუქნი - საუკეთესოა ფეხის კუნთების და დუნდულების გასამკვირვებვლად. ამ მოძრაობის სწორად შესასრულებლად მთავარია გაითვალისწინოთ შემდეგი: ნაკლები სტრესი მივაყენოთ მუხლის სახსარს და აუჩქარებლად გავიმიოროთ მოძრაობები. დამწყებთათვის 30 ბუქნი საკმარისია. მისი რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ თანდათანობით.

3.აზიდვა - ეს ყველასთვის სკოლიდან ნაცნობი ვარჯიშია. როცა აზიდვას ვაკეთებთ აუცილებელია სხეული იყოს ერთ სისწორეზე, ამ დროს ძალიან დიდი დატვირთვა მოდის მხრებზე. აზიდვა ცხიმების წვასთან ერთად ანვითარებს როგორც მუცლის კუნთებს ისე მკლავებს და ბარძაყებს. ამ მოძრაობას ვაკეთებთ 10-15- ჯერ.

4.ხტუნვა - ძალიან მარტივი ვარჯიში ჩანს, მაგრამ ის ჯადოსნურად მოქმედებს, გულის კუნთსა და სისხლძარღვებზე. 15 წუთში წვავს 200 კილოკალორიას. დამწყებთათვის საკმარისია 30 წუთი. მთავარია არ გადავიღალოთ ზედმეტად. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია არ ავხტეთ ძალიან მაღლა და არ დავეშვათ იატაკზე სწორი ფეხებით. ის უნდა იყოს ოდნავ მოხრილი. მინიმუმ 20 ახტომის გაკეთებაც კი საოცრად ზრდის სიცოცხლისუნარიანობას. რეგულარული ხტომები შესანიშნავი კარდიოვარჯიშია.

5.ე.წ. პლანკა - ანუ სტატიკური ვარჯიში. ის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ვარჯიშად ითვლება. ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ ტექნიკურად საკმაოდ რთულია მისი სწორად შესრულება. თუ თქვენ ამ ვარჯიშს სტაბილურად შეასრულებთ მიიღებთ საოცარ შედეგს როგორც წონის კლების, ისე მთელს სხეულზე კუნთების გამკვრივების თვალსაზრისით. ვარჯიში დავიწყოთ 30 წამით და ყოველდღე მოვუმატოთ 15 წამი.