"ბარაქიანი შემოდგომა გვაქვს წელს შიდა ქართლში" - გიორგი ხოჯევანიშვილი


გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი სოციალურ ქსელში წერს :

"ბარაქიანი შემოდგომა გვაქვს წელს შიდა ქართლში. ატენში, ადგილობრივი ფერმერის რთველს შევუერთდით, რომელსაც ვენახი ტერასებზე აქვს გაშენებული. შიდა ქართლი მეღვინეობით გამორჩეული რეგიონია, შესაბამისად მევენახეობისა თუ აგროტურიზმის ხელშეწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად ხდება ფერმერების და ზოგადად, სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერა."