მამაკაცებს კორონავირუსი ცოტა უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე ქალებს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიში


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გააანალიზა COVID-19 მუტაცია ქვეყანაში და გამოაქვეყნა ანგარიში, საიდანაც გამომდინარეობს, რომ:

  • საქართველოში მამაკაცებს კორონავირუსი ცოტა უფრო ხშირად აქვთ, ვიდრე ქალებს (51%-ი 49%-ის წინააღმდეგ);
  • შემთხვევათა უმრავლესობა (ნახევარზე მეტი) 30-დან 59 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია (51,5%);
  • 60 წელს გადაცილებული - ინფიცირებულთა დაახლოებით მეხუთედია;
  • 36,2% -ს სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნებოდა;
  • ჭარბი წონის მქონე ადამიანები კორონავირუსს უფრო ხშირად განიცდიან, ვიდრე გამხდარი ადამიანები - ჭარბი წონა ავადმყოფთა 59,5% -ზე მეტს აქვს;
  • ნახევარზე მეტ შემთხვევაში, პაციენტებში კორონავირუსი ადვილად გადის - 56,1%, საშუალოდ - 34,7%, მძიმედ - 7%, კრიტიკულად - 2%; პნევმონია დაინფიცირებულთა 44,5% -ში დაპიქსირდა;
  • 1 ოქტომბრისთვის თითოეულ ავადმყოფს უკვე ინფიცირებული ჰქავდა ერთზე მეტი ადამიანი, საშუალოდ, 1,45. ზაფხულში ეს მაჩვენებელი 0,93% იყო;

საქართველოში, კორონავირუსის სიმპტომების ძირითადი გამოვლინებები პაციენტებში:

ტემპერატურა - 50,3%;

სისუსტე - 30,4%;

ხველა - 20, 9%;

ყელის ტკივილი - 16%;

თავის ტკივილი - 14,1%;

სუნის დაკარგვა - 12,6%.

სიკვდილიანობა COVID-19-დან:

პირველი გამოვლენილი შემთხვევიდან (თებერვლის ბოლოდან) და დღემდე 72 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19– ით.

მათ, ვინც ვერ გადაიტანა დაავადება, მდგომარეობა მძიმე ან კრიტიკული იყო და უმეტეს შემთხვევაში გართულებული იყო პნევმონიით. ასევე, 84.6% -ს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული უკმარისობა, 58.9% - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, 51.2% - ჰიპერტენზია და 23.1% - დიაბეტი.