სუსი: ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მღებრიშვილი თავს კარგად გრძნობს.

ამ ეტაპზე, როგორც მღებრიშვილი თავად განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. გარემოებებიდან გამომდინარე, იგი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადაყვანას, ამიტომ არ მოგვეცა დეტალური საუბრის საშუალება, მაგრამ საკარანტინე პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ეს საშუალება ჩვენ გვექნება და შესაბამისად, გვექნება მეტი ინფორმაცია და მეტი დეტალი უკანონო პატიმრობაში მის ყოფნასთან დაკავშირებით. ვიზუალურად, ძალადობის ნიშნები არ აღენიშება. დეტალებზე სამწუხაროდ არ გვისაუბრია, დეტალებს გავარკვევთ, როდესაც გვექნება მასთან გასაუბრების საშუალება”,- აღნიშნა ანთაძემ.