"35 000 000 მილიონი კვადრატული მეტრი დამატებით დაკარგულია ტერიტორიების შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ზემო იმერეთში, რაჭაში" - დავით ქაცარავა


"ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მესმის, როგორ ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლები იმაზე, რომ ქართული ოცნება ის ხელისუფლებაა, ვისაც არც ერთი გოჯი მიწა არ დაუკარგავს.

ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენ ვეძებდით იმ ტერიტორიებს, რომლებიც წესით და რიგით ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობენ და სინამდვილეში კი ჩვენი ხელისუფლება ვეღარ აკონტროლებს.

ჩვენმა ძიებამ გამოიღო

შედეგი - 35 000 000 მილიონი კვადრატული მეტრი დამატებით დაკარგული ტერიტორიების

შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, ზემო იმერეთში, რაჭაში.

ჩვენი მოსახლეობა ვეღარ შედის და ვეღარ სარგებლობს ამ მიწა-წყლით.

ამ პოსტში კი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითზე ვისაუბრებ - წაღვლი - ჩორჩანას ტყე.

2019 წლის 23 აგვისტოს ჩვენმა ძალოვნებმა გახსნეს საგუშაგო ჩორჩანის ტყეში, ტალკის საბადოზე. იქ, სადაც ნებისმიერ რუკაზე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიაა.

საპასუხოდ კი მივიღეთ წაღვლი-ჩორჩანის ტყის ოკუპაცია. თუნდაც ამ ერთი ფაქტიდან გამომდინარე ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება გვატყუებს.

ამასთან ერთად, ოკუპანტები ინტენსიურად, ფაქტობრივად ყოველდღიურად ითხოვენ ჩვენგან ტალკის საბადოდან ჩვენი საგუშაგოს გაყვანას, ახალგორი ჩაკეტეს და ჩვენი მოქალაქეებით აშანტაჟებენ მთავრობას.

ჩვენი მთავრობა კი დუმს...

სხვათაშორის, წაღვლი - ჩორჩანის ტყის ოკუპაცია არ დასრულებულა, ნებისმიერ წუთას შესაძლებელია გაგრძელდეს შეღობვა და ნეტა რას იზამს ჩვენი ხელისუფლება?

სწორია. გააქტიურებს ცხელ ხაზს."

წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.