ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება


ინცინდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში დღეს 97- შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობო გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. ასევე განიხილავენ წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს. კერძოდ, შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ ბოლო პერიოდში უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებზე გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში და ასევე ოკუპირებულ ახალგორში შექმნილ ვითარებაზე.

COVID-19-ის გამო არსებული რეგულაციების დაცვით, მხარეები ერთმანეთს კვლავ ღია სივრცეში შეხვდებიან.