ხათუნა გელაშვილის ვიდეოჩართვა ქარელიდან


"თავისუფალი საქართველოს" შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხათუნა გელაშვილი სოციალურ ქსელში ამომრჩევლებს ვიდეოს საშუალებით ხშირად მიმართავს და წინასაარჩევნო ღონისძიებების შესახებ საქმის კურსში აყენებს.

ხათუნა გელაშვილის წინასაარჩევნო კამპანია, სხვა პარტიებისგან მისი მხარდამჭერებით გამოირჩევა. როგორც ყველასთვის ცნობილია, "თავისუფალ საქართველოს" ახალგაზრდა და ენერგიული მხარდამჭერები ჰყავს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ღონისძიებებში.

ხათუნა გელაშვილი, ახალგაზრდა მხარდამჭერებთან ერთად დღეს ქარელში იმყოფებოდა.