რუსეთის სამხედრო სწავლება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარეობს


რუსეთის სტრატეგიული სამხედრო სწავლება კავკასია 2020საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ოკუპირებული ცხინვალის - ძარცემის პოლიგონზე და ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდის და ნაგვალოუს პოლიგონებზე მიმდინარეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში რუს სამხედროებთან ერთად რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ. საერთო ჯამში სამხედრო სწავლების ფარგლებში მობილიზებულია 80 000 სამხედრო, მათ შორის 1000 მოწვეული უცხოქვეყნის ჯარისკაცი.