ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა წრეზე ახალი რეკომენდაციები გავრცელდა


ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა წრეზე, რაც ცეკვას, მუსიკას ან სპორტის სხვა აქტივობებს მოიცავს, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ახალი რეკომენდაციები გავრცელდება. შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძის განმარტებით, სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი რეკომენდაციების თანახმად, სარეპეტიციო დრო 2 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან, სარეპეტიციო სივრცეებში აუცილებელია ბუნებრივი ვენტილაცია და ინსტრუმენტების ან სხვა საჭირო ნივთების ხშირი დეზინფექცია.

იძლევა რეკომენდაცია, რომ შესაძლებლობის მიხედვით, 10 ადამიანის სარეპეტიციო საქმიანობა დაიშვას ერთ სივრცეში, თუმცა, ეს არ არის იმპერატიული მოთხოვნა. რეკომენდებულია 10-ზე მეტი ადამიანის დამატების შემთხვევაში სარეპეტიციო სივრცეში 5 კვ. ზე 1 პირი განთავსდეს. პროტოკოლით, რეკომენდებულია, რომ რეპეტიციები არ აღემატებოდეს 2 საათს. რეკომენდაციებში, შესაბამისი სადეზინფექციო და თერმოსკრინინგის პერიოდულად განხორციელების მოთხოვნა კვლავ ძალაში რჩება.

ზოგად რეკომენდაციებს შორისაა, რომ ხშირი დეზინფექცია და ბუნებრივი ვენტილაცია უნდა იყოს დაცული. განიავება უნდა ხდებოდეს ბუნებრივი გზით, იმისთვის, რომ რისკები მაქსიმალურად იყოს დაზღვეული. ასევე, აუცილებელია ყველა ინვენტარს რეპეტიციის შემდგომ მიკროფონი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტი, რომელსაც წრეზე მყოფი პირი იყენებს, დეზინფექცია ჩაუტარდეს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.