" პოლიციამ გაახდევინა ეს მაისურები, სტუმრებს პატივი უნდა ვცეთო...." - რა მოხდა გუშინდელი მატჩის წინ


"დღეს, თბილისის ლოკომოტივი-მოსკოვის დინამოს თამაშზე რიგით მოქალაქეებს დასწრების უფლება არ მიეცა.
სამაგიეროდ, ჟურნალისტებმა აკრედიტაციებით შეძლეს შესვლა და რუსების მარცხით ისიამოვნეს.
სტადიონის შესასვლელში კი მოხდა შემდეგი რამ - ჩემმა მეგობარმა ჟურნალისტებმა გადაიცვეს ესეთი მაისურები, რომლებსაც ეწერა
"20% of my country is occupied by Russia"..
ხოდა, პოლიციამ გაახდევინა ეს მაისურები, სტუმრებს პატივი უნდა ვცეთო....
გამოსვლისას კი დაუბრუნეს..
არც კი ვიცი, რა ვთქვა....
ეხლა ვხვდები, რატომ ატანს ეს ხელისუფლება ჩვენს მიწა-წყალს და მოქალაქეებს ოკუპანტებს ისე, თითქოს არც არაფერი ხდება... სტუმარს პატივი უნდა ვცეთ, რუსებს როგორ ვაწყენინოთ აბა?

პ.ს. და რაღა თქმა უნდა, დიდი მადლობა ლოკომოტივს!!!!!! " - წერს სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.