"რუსები და ქოცრუსები შეხმატკბილებულად აწარმოებენ ჩვენი მიწა-წყლის ბორდერიზაციას" - დავით ქაცარავა


"რუსი ოკუპანტები უკვე ატოცსა და ზემო ნიქოზში გააქტიურდნენ.

ხურვალეთში ჯერ არ დაუსრულებიათ ბორდერიზაცია და დღეს უკვე ატოცში და ზემო ნიქოზში გამოჩნდნენ.

პოლიცია მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობას არ მისცეს ინფორმაციის გავრცელების საშუალება, თუმცა ამის დამალვას ვერ ახერხებენ და სუსმა დაადასტურა ოკუპანტების მიერ გააქტიურების შესახებ ინფორმაცია.

ჩვენი ხელისუფლება ტრადიციას არ ღალატობს და ხმას კვლავ არ იღებს, ემანდ რუსები არ გაუბრაზდნენ.

რუსები და ქოცრუსები შეხმატკბილებულად აწარმოებენ ჩვენი მიწა-წყლის ბორდერიზაციას, არჩევნებამდე კიდევ არაერთ სოფელს წაართმევენ სახნავ-სათესს, ხელისუფლება კი ოდნავაც არ შეწუხდება, მას მხოლოდ თავისი ძალაუფლების შენარჩუნება ადარდებს." - წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

No description available.