შიდა ქართლში ვაშლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია


შიდა ქართლში ვაშლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია.

დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წელს, ვაშლის უხვი მოსავალია.

არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც 1 კგ არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების შემთხვევაში საწარმოებისთვის 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიის გაცემას ითვალისწინებს.

სუბსიდიის შედეგად, ფერმერი 1 კგ არასტანდარტული ვაშლის სანაცვლოდ, მინიმუმ, 0.22 ლარს მიიღებს.