დე-ფაქტო: სამხედრო წვრთნები სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან არის 2008 წლის გამო შურისძიება


დე-ფაქტოს რესპუბლიკის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა ნატო-ს ეგიდით საქართველოში დაწყებული „ღირსეული პარტნიორი - 2020“ სამხედრო წვრთნების გამო, რომელიც საქართველოში 7 სექტემბერს დაიწყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში განაცხადეს, რომ ნებისმიერი სამხედრო სწავლების ჩატარება, ქართული და უცხოური სამხედრო ტექნიკის გადაადგილება სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში იწვევს რეგიონში დაძაბულობის ზრდას და უარყოფითად აისახება მოსახლეობის უსაფრთხოებაზე.

”გვჯერა, რომ ამგვარი ღონისძიებებით დასავლეთი თბილისს, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებასთან დაკავშირებით, შურისძიებისკენ უბიძგებს. შეერთებული შტატებისა და ამერიკელი მრჩევლების სამხედრო დახმარებამ ხელი არ შეუწყო ქართული არმიის წარმატებულ ქმედებებს ხუთდღიანი ომის დროს ”, - განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.

სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა აღნიშნა, რომ თბილისმა ყურადღება უნდა მიაქციოს სოციალურ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სფეროების პრობლემებს, ასევე ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის აფეთქების საფრთხეს, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას - ნათქვამია მედიის ინფორმაციაში...

აღნიშნულ თემას, სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავაც გამოეხმაურა.

"ოკუპირებულ სამაჩაბლოში ე.წ. შეირაღებული ძალები განსაკუთრებულ მზადყოფნაშია მოყვანილი, რაც საქართველო-ნატოს სამხედრო წვრთნებს უკავშირდება.

რუსები გაღიზიანდნენ და ხომ არ შევწყვიტოთ ჩვენი წვრთნები? რას ამბობს მთავრობა? " - წერს ქაცარავა.