ოკუპირებული ცხინვალი რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნას 15 სექტემბრისთვის გეგმავს


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნას 15 სექტემბერს გეგმავს. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ გზა, 15 სექტემბრიდან, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უნდა გაიხსნას. ამ დროისთვის, ჩვენი ბავშვები უკვე წავლენ სკოლებში და სრულად აღდგება სასწავლო პროცესი. ჩვენ მხედველობაში ვიღებთ იმ შესაძლო რისკებს, რომელიც საზღვრის გახსნასთანაა დაკავშირებული“ - განაცხადა ბიბილოვმა.

ე.წ. „საზღავრზე“ აკრძალვა აპრილის დასაწყისიდან მოქმედებს.