,,ვფიქრობ, რომ მაქვს წარმატების სერიოზული შანსი" - პაპუნა კობერიძის ვრცელი ინტერვიუ


პატიოსნად ვიმსახურე ჩემს ქალაქში და ვფიქრობ, რომ მაქვს წარმატების სერიოზული შანსი. ასე აფასებს გორისა და კასპის მუნიციპალიტეტში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკუთარ შანსებს 2020 წლის საპრლამენტო არჩევნებში. ,,ლელო საქართველოს“ წევრსა და გორის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ ამომრჩეველი მას ნდობას გამოუცხადებს და საქართველოს პარლამენტში სწორედ ის მოხვდება. რა კავშირი აქვს კობერიძეს კასპთან და რატომ უნდა გამოუცხადოს ამომრჩეველმა ნდობა, ასევე რა მთავარი სათქმელი აქვს დეპუტატობის კანდიდატს ამომრჩევლისთვის და რა გეგმები აქვს პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ვრცლად იხილეთ ინტერვიუ:

როგორ შეაფასებთ თქვენს შანსებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის მხარდამჭერებს, ლიდერებს ადამიანებს, ვინც ნდობა გამომიცხადა და წარმადგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში. ეს არ ყოფილა პარტიის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ეს იყო, მხარდამჭერების ონლიან გამოკითხვით მიღებული გადაწყვეტილება. ვიყო ამ ორ რეგიონში დეპუტატობის კანდიდატი, ჩემთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება ჩემს შანსებს, 2020 წლის არჩევნებში, ჩემი წარსული მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მაქვს დიდი გამოცდილება პოლიტიკაში, პატიოსნად ვიმსახურე ჩემს ქალაქში და ვფიქრობ, რომ მაქვს წარმატების სერიოზული შანსი, თუ რა თქმაუნდა არჩევნები ჩატარდება სამართლიან და ყველასთვის თანაბარ გარემოში.

მიგაჩნიათ თუ არა ძლიერ კონკურენტებად ოპონენტები?

მე სხვებისგან განსხვავებით ყველა ჩემს კონკურენტს პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ბრძოლა იქნება სერიოზული. ვფიქრობ ეს კარგიც არის, რადგან რაც მეტი ძლიერი კანდიდატი იქნება, ეს მოსახლეობისთვისაც უკეთესია, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტში უფრო ღირსეული მოხვდება. მე პირდაპირ გეტყვით, რომ დარწმუნებული ვარ ამ არჩევნებში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

როგორ გგონიათ, რა არის მთავარი პრობლემა გორისა და კასპის მუნიციპალიტეტში და თქვენი საკანონმდებლო ორგანოში მოხვერდის შემთხვევაში, რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯი? აქვე გკითხავთ, რამდენად კარგად იცნობთ ამ ორ მუნიციპალიტეტს?

ორივე მუნიციპალიტეტს ვიცნობ. გორს რა თქმა უნდა უკეთესად, რადგან მოგეხსენებათ, რომ გორელი ვარ. რაც შეეხება კასპს, რეგიონის ამ მუნიციპალიტეტსაც მეტნაკლებად ვიცნობ. მე პირველი საკითხი, რასაც პარლამენტში დავაყენებ ეს იქნება დეცენტრალიზაციის საკითხი. გორელებმა ძალიან კარგად იციან, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, რომ ქალაქს მიეღო თვითმმართველი ერთეულის სტატუსი, თუმცა სამწუხაროდ ოცნების ხელისუფლებამ ხალხს თვითმმართველობის სერიოზული რეფორმა წაართვა. ჩემი პარლამენტში შესვლის თანავე პირველი მე ამ საკითხზე დავიწყებ საუბარს, რომ გორმა დაიბრუნოს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. რაც შეეხება კასპს, ეს ქალაქი ჩემი დედულეთია, ხშირად ჩავდიოდი და ვრჩებოდი, ძალიან მიყვარს ეს მუნიციპალიტეტი. მე ვიცი, რომ კასპის მუნიციპალიტეტშიც მოსახლეობას საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს, სოფლის მოსახლეობას აწუხებს წყლის პრობლემა, თუმცა მე კიდევ შევისწავლი ამ ადამიანების საჭიროებებს და მათთან ერთად გავივლი რა იქნება მათი მთავარი სათქმელი პარლამენტში.

რა არ ის თქვენი სათქმელი კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი?

ჩემი პირველი მესიჯი იქნება, რომ ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი იმედი და გვინდა, რომ ვისაც მოსწყინდა პოლარიზებულ ველზე მხოლოდ და მხოლოდ ორი ძალის ყურება, დაგვიჭირონ მხარი. უმრავლესობა მიცნობს, იციან ჩემი წარსული, საიდან მოვდივარ, როგორ მოვდივარ და იმედი მაქვს მათი მხარდაჭერის. მე კი ვპირდები მათ, რომ თითოეულ ოჯახს, თითოეულ ადამიანს დავეხმარები, როგორც მექნება საშუალება.