,,ვინც პირველად პარლამენტში მიკროფონთან დადგა ვიყავი მე, მანამდე და მას შემდეგ მიკროფონთან არ მისულა, გორიდან არჩეული არცერთი დეპუტატი“ - სოსო ვახტანგაშვილი


მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც 2012 წელს გორელების სახელით საქართველოს პარლამენში მმართველი გუნდიდან (ქართული ოცნებიოდან) მოხვდა, ახლა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ,,ლელო საქართველოს“ სახელით შეეცდება. სოსო ვახტანგაშვილი მამუკა ხაზარაძემ დეპუტატობის კანდიდატად მცხეთა-მთიანეთში დაასახელა. Dianews.ge-მ სოსო ვახტანგაშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ყველა იმ საკითხზე ისაუბრა, რაც მოსახლეობის ინტერესშია. რა გაკეთდა 2012 წელს გორში, რატომ გადაწყვიტა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტში მეორედ შესვლა,როგორ აფასებს საკუთარი და ოპონენტების შანსებს წაიკითხავთ ინტერვიუში.

თქვენ წარდგენილი ხართ-მცხეთა მთაინეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, რატომ შეირჩა თქვენი კანდიდატურა ამ რეგიონში?

ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი, რომ საქართველოს პარლამენტში წარმოავდგენდე მცხეთა-მთიანეთს. ჩემი კანდიდატურა შეირჩა იმიტომ, რომ ეს ადგილი ადმინისტრაციულად ესაზრღვრება კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიებს და მე ვფიქრობ, რომ ის ტენდენცია, რომელსაც მოსახლეობის გატაცება ჰქვია კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიებიდან და ასევე, სხვა ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება მოდიოდეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, ჩემი გამოცდილება ამის წინააღმდეგ შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს როგორც ჩვენი პარტიისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნისთვის. ამავე დროს, ამ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს ათასობით დევნილი, რომელმაც განიცადა ეთნიკური დევნა საოკუპაციო ზონიდან, ანუ ყოფილი სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან, შესაბამისად, ბევრი მათგანი არის ჩემი თანამებრძოლი, ჩემი კუთხის შვილი და ვფიქრობ, მათ ჩემი სახით საქართველოს პარლამენტში ეყოლებათ საკმაოდ სერიოზული ინტერესების დამცველი. ჩემი ძალიან დიდი ინტერესია, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ ადამიანებს ღირსეულად ვემსახურო.

რამდენად დიდია თქვენი შანსები 2020 წლის არჩევნებში და როგორ გაუწევთ ოპონირებას სხვა პარტიების კანდიდატებს?

შანსები ყოველთვის არის, მთავარია როგორი სტრატეგია იქნება შემუშავებული, როგორი განწყობა ექნება ჩვენს ამომრჩეველს, რამდენად მივიტანთ ჩვენს ხედვას მათთან, ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე არცევნებში იქნება შიში. შიში, რომელიც სამწუხაროდ არის ადამიანებში და ვერ მოისპო რასაც ვპირდებოდით 2012 წელს ჩვენს ქართული ოცნების მიერ. ადამიანებს დღესაც ეშინიათ სამსახურების დაკარგვის, დღესაც ეშინიათ გარკვეული რისკების, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თავისუფლების აზრის გამოხატვას, ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, გავამტვრიოთ, გავტეხოთ ეს შიში იმ ადამიანებში, რომლებთანაც ჯერ-ჯერობით, ოცნების დაპირების მიუხედავად 2012 წლიდან მოყოლებული ვერ მოვახერხეთ.

თქვენ მაჟორიტარი დეპოუტატობის კანდიდატი მართველი გუნდიდან იყავით 2012 წელს, რით დაამახსოვრეთ ადამიანებს თავი ამ პერიოდის განმავლობაში.

ჩემი ყველაზე პირველი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ზოგადად არის ის, რომ ვკითხოთ ხალხს, საზოგადოებას რითი ახსოვთ ჩემი მაჟორიტარობის პერიოდი, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ უმთავრესი ხაზი ჩემთვის ამ პერიოდის განმავლობაში იყო საოკუპაციო ხაზის სოფლები. იქ გაკეთებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო და ჯანდაცვითი პროექტების ან ინიციატორი ვარ, ან უშუალოდ ინპემენტაციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი რაც უშუალოდ ქალაქ გორში გავაკეთეთ ეს არის პრობლემა, რომელიც კომუნისტების პერიოდშიც ვერ მოგვარდა. ვსაუბრობ, სადგულის საკანალიზაციო სისტემის მოწყობას, რომელიც იყო ჩემი წინასაარჩევნო დანაპირები და რომელიც უშუალოდ სადგურის მოსახლეობას მივეცი.

არის ასევე მთელი რიგი პროექტები, სადაც მე მიმიღია მონაწილეობა და რაც მთავარია, ძალიან ბევრმა აღნიშნა, რომ გორიდან არჩეულ დეპუტატებს შეუძლიათ მიკროფონთან მისვლა და ვინც პირველად პარლამენტში მიკროფონთან დადგა, ერთ-ერთი მათგანი ვიყავი მე, მანამდე და მას შემდეგ მიკროფონთან არ მისულა გორიდან არჩეული არცერთი დეპუტატი.

საკანონმდებლო ორგანოში თუ გაიხსენებთ თქვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს და რა შედეგი მოუტანა მოსახლეობას, ამ კანონპროექტებმა?

მე ვარ თანაავტორი თვითმმართველობის კოდექსის, რომელიც შემუშავებული იქნა პარლამენტში. ასევე მე ვარ ინიციატორი ვეტერანთა კანონპროექტისა, სადაც გარკვეული ცვლილებები შევიდა. მათ შორის გარდაცვლილ მებრძოლებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს მთლიანობას შეეწირნენ და ოჯახს 500-დან 1000 ლარამდე დახმარებას უწევს. მოკლედ, ყველა იმ საკითხების თანამონაწილევარ, რომელიც იყო პოზიტიური და შედეგის მომცემი ჩვენი მოსახლეობისთვის.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მთავარი სათქმელი მოსახლეობას უნდა შევთავაზოთ მას შემდეგ, რაც მე მათთან მექნება შეხვედრები. არ მინდა ჰაერზე ტრაფარეტული სიტყვების გასროლა. მე მინდა კონკრეტული სათქმელი მათთან ერთად შევიმუშაო და მათთან ერთად გავაჟღერო საქართველოს პარლამენტში.