"ლელო საქართველოსთვის" - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

2004-2005წწ. სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტში; 2005-2007წწ. ეწეოდა კერძო საადვოკატო საქმიანობას, იყო ,,ადვოკატთა ჯგუფი უსუფაშვილი და ზედელაშვილის“ ადვოკატი; 2007-2009წწ. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადვოკატის თანამდებობაზე; 2009 წელს იმავე ორგანიზაციაში დაინიშნა იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორად. ადამიანის უფლებათა დაცვისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საკითხებზე მონაწილეობდა არაერთი უწყებათაშორისი საბჭოს მუშაობაში. ადამიანის უფლებების კუთხით არის სხვადასხვა კვლევის თანაავტორი. 2015 წლის 13 იანვრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში.